კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრი, თეა წულუკიანი აცხადებს, რომ ENKA-სთან ხელშეკრულების შეწყვეტა მომავალი ინვესტორებისთვის ცუდი სიგნალი იქნება. ამის შესახებ მან "რუსთავი 2-ის" ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, თავის დროზე გაფორმებული ხელშეკრულება შეიძლებოდა უკეთესი ყოფილიყო და ეს მომავლისთვის უნდა იყოს გაკვეთილი.
"ეს ძალიან ცუდი სიგნალია პოტენციური ინვესტორებისათვის, ვინაიდან აქ იყო ძალიან დიდი ინვესტიცია ჩადებული ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული სექტორის განვითარებაში. ეს არის სამწუხარო შედეგი, რომელიც ალბათ, უნდა იყოს გაკვეთილი ჩვენი ხელისუფლებისთვის, ხალხისათვის და მომავალი განვითარებისთვის, როგორც გაკვეთილი, რომ იგივე არ განმეორდეს, ვგულისხმობ იმას, რომ ხელშეკრულება, რომელიც თავის დროზე გაფორმდა, შეიძლებოდა უკეთესი ყოფილიყო". - თქვა წულუკიანმა.
ამავე თემაზე:
ნამახვანჰესი აღარ აშენდება. Enka Renewables-ი სახელმწიფოსთან ხელშეკრულებას წყვეტს
ეკონომიკის სამინისტრო: „ენკამ“ გვაცნობა, რომ ერთ თვეში გეგმავენ ხელშეკრულების მოშლას