ENKA Renewables-ი საქართველოს სახელმწიფოთან არსებულ ხელშეკრულებას წყვეტს. ნამახვან ჰესი აღარ აშენდება. ამის შესახებ Enka Renewables-ის მშობელი კომპანიის, ENKA İNŞAAT-ის განცხადებაშია ნათქვამი.
მისი მიხედვით, ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი, მასში გათვალისწინებული პირობების დარღვევა და ფოსმაჟორული სიტუაცია გახდა.
„ჩვენი კომპანია, რომელიც 90%-ს ფლობს, ENKA Renewables-ი საქართველოს აცნობებს, რომ წყვეტს ნამახვანჰესის აშენებასთან, განვითარებასთან და ფლობასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებას საქართველოსთან. ამის მიზეზად ასახელებს კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების დარღვევასა და ფორს-მაჟორს“, - ვკითხულობთ განცხადებაში.