ჯანმო: ჰაერის დაბინძურების დონე იმაზე სახიფათოა, ვიდრე გვეგონა

მსოფლიოში ჰაერის დაბინძურების დონე იმაზე სახიფათოა, ვიდრე ექსპერტებს აქამდე ეგონათ. ამის შესახებ BBC ჯანმოზე დაყრდნობით იუწყება.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, ყოველწლიურად ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული დაავადებების გამო მსოფლიოში 7 მილიონი ადამიანი იღუპება. ყველაზე დიდ ზარალს დაბალი და მცირე შემოსავლის მქონე ქვეყნები განიცდიან, ეკონომიკური განვითარებისათვის წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულების გამო.

ჯანმო ჰაერის დაბინძურებას მოწევისა და არაჯანსაღი კვების დონეზე აყენებს და მოუწოდებს მის 194 წევრ ქვეყანას, მიიღონ ზომები კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ, ნოემბერში დაგეგმილი სამიტის წინ.