არიზონამ და ვისკონსინმა ბაიდენის გამარჯვება ოფიციალურად დაადასტურეს

არიზონამ და ვისკონსინმა ბაიდენის გამარჯვება ოფიციალურად დაადასტურეს. ინფორმაციას CNBC ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, დონალდ ტრამპა 2016 წელს აღნიშნული ორივე შტატი მოიგო, თუმცა 2020 წლის არჩვენების შედეგები გაპროტესტებამაც ვერ შეცვალა.

არიზონას შტატში ბაიდენმა ტრამპი 10 000-ზე მეტი ხმით დაამარცხა, ხოლო ვისკონსინში მან 20 000-ით მეტი ხმა მიიღო.

გამოცემისვე ცნობით, ტრამპის კამპანიამ უკვე გადაიხადა 3 მილიონი დოლარი ვისკონსინის, მილოუკისა და დეინის ოლქებში ხმების გადათვლისთვის, თუმცა საბოლოო შედეგით მაინც დემოკრატმა კანდიდატმა გაიმარჯვა.

გამოცემა წერს, რომ ბაიდენი, დიდი ალბათობით, ქვეყნის მასშტაბით 302 ხმას მიიღებს, ტრამპი კი 232-ს.