სოფელ მარტყოფის საზოგადოებრივ ცენტრში აფეთქება მოხდა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფის საზოგადოებრივ ცენტრში აფეთქება მოხდა. გუშინ, გვიან ღამით მომხდარისას არავინ დაშავებულა.

ადგილობრივივი მედიის ცნობით, შენობაში აფეთქება ბანკომატის გატეხვის მიზნით მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

სხვა დეტალები უცნობია.