რუსეთში, ხაბაროვსკის ოლქში ავიაკატასტროფისას ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი დაიღუპა

რუსეთში, ხაბაროვსკის მხარეში ჩამოვარდნილი An-26 თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ექვსივე ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია, საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

"ცხედრები ნაპოვნია კატასტროფის ადგილზე. გადარჩენილები არ არიან", - განაცხადა სააგენტოს თანამოსაუბრემ. მისივე თქმით, სამძებრო სამუშაოები გრძელდება.

გავრცელებული ინფორმაციით, An-26-ის ტიპის თვითმფრინავი რადარებიდან გუშინ, 22 სექტემბერს გაუჩინარდა.

ავიაკატასტროფის ადგილას მაშველები დასაგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან.