ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაერო გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას პენსიაზე გასულ სუპერგმირს შეადარა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას გაერთიანებული ერების ორგანიზაცია პენსიაზე გასულ სუპერგმირს შეადარა და განაცხადა, რომ ორგანიზაცია არ იყო საკმარისად აგრესიული მსოფლიოს უმსხვილესი კრიზისების მოსაგვარებლად, იუწყება Associated Press-ი.

ზელენსკის თქმით, ასეთ საერთაშორისო კრიზისებს შორისაა ჰაერის დაბინძურება, კლიმატის ცვლილება, სიღარიბე და შიმშილი.

„გაერო არის პენსიაზე გასული სუპერგმირი, რომელსაც დიდი ხანია, ავიწყდება, რისი გაკეთება შეეძლო ოდესღაც“, - დაამატა უკრაინის პრეზიდენტმა.

მან მიუთითა წარუმატებლობაზე ისეთ საკითხებში, როგორიცაა კორონავირუსის ვაქცინების გაზიარება, კლიმატის ცვლილების შეჩერება და მისი ქვეყნის ნაწილის ანექსია რუსეთის მიერ.

უკრაინის პრეზიდენტმა წინადადებით მიმართ გაეროს, გლობალურად, ცხელ წეტილებში შეხვედრებს უმასპინძლოს.

„გაერომ უნდა „გამოიღვიძოს“ და შეებრძოლოს მსოფლიოს წინაშე არსებულ უმწვავეს პრობლემებს. ის საკუთარ თავს აღიქვამს ტვირთად, სუსტ, მყიფე, უსარგებლო მოხუცად, რომლის ცხოვრებასაც აზრი არ ჰქონდა“, - აღნიშნა ვოლოდიმი ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთი, როგორც უკრაინის აღმოსავლეთში ომის ხელშეწყობისთვის, ისე უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიისთვის მწვავედ გააკრიტიკა.