კახეთში, ადიდებულმა მდინარემ 20-მდე საცხოვრებელი სახლი, ამბულატორია და საბავშო ბაღი დატბორა

კახეთში, სიღნაღის მუნიციპალიტეტში ადიდებულმა მდინარემ კალაპოტი გაარღვია და მიმდებარე სოფლები დატბორა.

საზღვრისპირა სოფელ ერისიმედში დატბორილია ოცამდე საცხოვრებელი სახლის სარდაფები, კულტურის სახლი, ამბულატორია, საბავშვო ბაღი და საკარმიდამო ნაკვეთები. სახლებში განადგურებულია ავეჯი და საყოფაცხოვრებო ნივთები.

ადგილზე იმყოფებიან სამაშველო სამსახურის და სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლები, რომლებიც წყლის ამოტუმბვის სამუშაოებს ახორციელებენ.