პაატა იმნაძე: შეიძლება, კოვიდმა დააზიანოს სქესობრივი ფუნქციები, განსაკუთრებით კაცებში, მაგრამ ვაქცინა არ აზიანებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ აცხადებს, რომ ვაქცინასთან დაკავშირებით ადამიანების უმრავლესიბას აინტერესებს, იწვევს თუ არა ვაქცინაცია უშვილობას. ამის შესახებ მან "ფორმულას" ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, სწორედ ასეთ კითხვესბს უნდა გაეცეს პასუხი.

როგორც იმნაძემ აღნიშნა, ტყუილია, რომ ვაქცინა უშვილობას იწვევს, ან სქესობრივ ფუნქციას აზიანებს.

"უამრავ ადამიანს ვხვდები მთელი საქართველოს მასშტაბით. ზოგს პირადად ვხვდები, ზოგთან ჩართვები მაქვს. ადამიანებს აინტერესებთ ისეთი კითხვები, როგორიც არის მაგალითად, ხომ არ გამოიწვევს ვაქცინაცია შემდგომ რაღაც პრობლემებს უშვილობის კუთხით, ასეთ რაღაცებს ავრცელებენ. ამ ადამიანებს ეს აინტერესებთ, ამაზე უნდა გავცეთ პასუხი, რომ ეს ტყუილია. შეიძლება, კოვიდმა დააზიანოს, განსაკუთრებით კაცებში სქესობრივი ფუნქციები, მაგრამ ვაქცინამ არა, თითქმის 6 მილიარდი აცრაა მსოფლიოში ჩატარებული და არავითარი გართულება სქესობრივი ფუნქციის მხრივ, ვაქცინისგან არ არის მხოლოდ", - განაცხადა პაატა იმნაძემ.