შოტლანდია მომავალი კვირიდან ვაქცინაციისთვის ემზადება.
Edinburg News-ი შოტლანდიის ჯანდაცვის სამინისტროს სპიკერზე, ჯინ ფრიმანზე დაყრდნობით წერს, რომ ეროვნული ჯანდაცვის სისტემა მზად არის ვაქცინაციის დაწყებისთვის, როგორც კი რომელიმე პრეპარატი ნებართვას მიიღებს.
მისივე ცნობით, დიდი ალბათობით პირველი - Pfizer/BioNTech-ს ვაქცინა იქნება, რომელსაც 7 დეკემბერს, მოსახლეობის ასაცრელად დაუშვებენ.
შოტლანდიის მთავრობის თანახმად, ეროვნული ჯანდაცვის სერვისის (NHS) თანამშრომლები ვაქცინის მიწოდებაზე ტრენინგს, ამ კვირიდან გაივლიან.
შოტლანიდა Pfizer-ის 320 000 დოზას დეკემბერში მიიღებს. პირველ რიგში, ჯანდაცვის სექტორის პერსონალი აიცრება. დიდმა ბრიტანეთმა 40 მილიონი დოზა Pfizer-ის ვაქცინა, შვიდი მილიონი Moderna-სა და 100 მილიონი დოზა AstraZeneca-ს ვაქცინა შეიძინა.