საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია სრულად ვაქცინირებულია
„Covid-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინით საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელთა ვაქცინაციის პროცესი დასრულდა. ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელი აცრილია", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
მათივე ცნობით, ადმინისტრაციის თანამშრომლები „ასტრაზენეკას“, „ფაიზერის“, „სინოვაკისა“ და „სინოფარმის“ ვაქცინებით არიან აცრილები