ჯო ბაიდენი და ემანუელ მაკრონი პირისპირ შეხვედრაზე შეთანხმდნენ

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ შეხვედრაზე შეთანხმდნენ.

აღნიშნული ინფორმაცია პრეზიდენტებს შორის სატელეფონო ზარის შემდეგ, თეთრმა სახლმა გაავრცელა.

"მხარეები "შეთანხმდნენ, რომ სიტუაცია უკეთესად განვითარდებოდა მოკავშირეებს შორის ღია კონსულტაციები თუ გაიმართებოდა საფრანგეთისა და ჩვენი ევროპელი პარტნიორების სტრატეგიულ ინტერესებთან დაკავშირებით", - აღნიშნულია თეთრის სახლის განცხადებაში.

მაკრონი და ბაიდენი ერთმანეთს ოქტომბრის ბოლოს რომში დაგეგმილ დიდი ოცეულის სამიტზე შეხვდებიან.

შეგახსენებთ, რომ ავსტრალიასთან ათეულობით მილიარდიანი კონტრაქტის ჩაშლის შემდეგ, საფრანგეთმა ვაშინგტონიდან და კანბერადან ელჩები გამოიწვია.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჟან-ივ ლე დრიანს თქმით, აშშ-სთან ურთიერთობებში ნდობის აღდგენის დრო, რასაც შესაბამისი ნაბიჯები დასჭირდება. ეს განცხადება ფრანგმა დიპლომატმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან შეხვედრის დროს გააკეთა.

საფრანგეთი უკმაყოფილოა აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ავსტრალიის შეთანხმებით, რომლის ფარგლებში ვაშინგტონი კანბერას ბირთვული წყალქვეშა ნავების წარმოებისთვის საჭირო ტექნოლოგიას გადასცემს, რის გამოც ავსტრალიამ საფრანგეთთან გაფორმებული მრავალმილიარდიანი კონტრაქტი გაწყვიტა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელ ჟან-ივ ლე დრიანს ნიუ იორკში მას შემდეგ შეხვდა, რაც საფრანგეთის და აშშ-ის პრეზიდენტმა ტელეფონით ისაუბრეს და ნდობის აღდგენის მიზნის სიღრმისეული კონსულტაციების გამართვაზე შეთანხმდნენ.