კახეთის სამი მუნიციპალიტეტი დაისეტყვა, დედაქალაქში კი ძლიერმა წვიმამ ქუჩები და საცხოვრებელი სახლები დატბორა

დღეს სტიქიამ დედაქალაქი და რეგიონები დააზარა. თბილისში ძლიერი წვიმის პარალელურად კახეთში რამდენიმე მუნიციპალიტეტი დაისეტყვა.

სეტყვამ ყვარლის, თელავის და საგარეჯოს, მუნიციპალიტეტებში სასოფლო სამეურნეო სავარგულები დააზიანა.

ზარალის დამთველელი სპეციალური კომისიები მუშაობას ხვალ, დილიდან დაიწყებენ.

ძლიერმა წვიმამ დღეს, თბილისში რამდენიმე ქუჩა დატბორა და საცხოვრებელი სახლები დააზიანა. სამგორის რაიონის სოფელ ნასაგურში ხუთზე მეტ ოჯახს საცხოვრებელი სახლი დაზიანდა. ასევე დაზიანებულია სოფლის ინფრასტრუქტურა, პრობლემები შეიქმნა გზებზეც.

ამ დროისთვის მიმდინარეობს ზარალის დათვლა. დაზარალებულებს სასტუმროში გადაიყვანენ.