კატალონიის ყოფილი მეთაური კარლეს პუჩდემონი იტალიაში დააკავეს

კატალონიის ყოფილი მეთაური კარლეს პუჩდემონი იტალიაში დააკავეს.

„როიტერის“ ცნობით, დაკავების დროს პუჩდემონი სარდინიაზე იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივი ხელისუფლების წევრებთან შესახვედრად ჩავიდა.

ესპანეთი კატალონიის ყოფილ ლიდერს, კატალონიის ესპანეთიდან გამოყოფის საკითხზე 2017 წელს ჩატარებული უკანონო რეფერენდუმის ორგანიზებაში სდებს ბრალს.

პუჩდემონი რამდენიმე წელია, ბელგიას ცხოვრობს. 2021 წლის მარტში ევროპარლამენტმა კარლეს პუჩდემონს ევროდეპუტატის იმუნიტეტი გაუუქმა.

კატალონიის ყოფილი მეთაურის ესპანეთში ექსტრადიციის საკითხის, იტალიის სასამართლო უახლოეს დღეებში განიხილავს.