ხანძარი ახმეტის მუნიციპალიტეტში - სოფელ ქვემო ალვანში ადგილობრივი ბიზნესმენის თემურ თელაურიძის კუთვნილი აგრო მაღაზია, ღვინის მარანი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა დაიწვა.
ხანძრის შესახებ ოჯახმა დილით მეზობლებისგან შეიტყვეს, თუმცა ცეცხლი უკვე დიდ ფართობზე იყო გავრცელებული, რის გამოც, მათ შენობიდან ნივთების გამოტანა ვეღარ შეძლეს.
ადგილზე სამაშველო ჯგუფებია მობილიზებული. წინასწარი ინფრომაციით ზარალი 200 ათას ლარზე მეტია. თელაურიძეები დახმარებას ითხოვენ.