თიანეთში მწყემსი მოკლეს

თიანეთში 70 წლის მწყემსი მოკლეს. მწყემსი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში ცხოვრობდა და წინასწარი ინფორმაციით ჭრილობები თანასოფლელმა თიანეთში მიაყენა.

მოკლულს ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. დაღუპული და ეჭვმიტანილი თიანეთის მთებში მწყემსად ერთად მუშაობდნენ.

ერთ-ერთი ვერსიით, მკვლელობას წინ დაპირისპირება უძღოდა. მედიასთან საუბრისას ადგილობრივები აცხადებენ, რომ ეჭვმიტანილს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს. სავარაუდო დამნაშავე პოლიციამ უკვე დააკავა.