საქართველოს უმდიდრესი მოქალაქე მიხეილ ლომთაძე ყაზახეთში საუკეთესო ხელმძღვანელად დასახელდა

ყაზახეთში, Growth Forum-ის ყოველწლიურ ფორუმზე წლის საუკეთესო მენეჯერებისა და საუკეთესო კომპანიებისათვის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

მიხეილ ლომთაძე, Kaspi.kz- ის ხელმძღვანელი და თანადამფუძნებელი, ზედიზედ მესამედ დასახელდა „წლის საუკეთესო აღმასრულებელ დირექტორად“. მან ჯილდო ინოვაციური განვითარებისთვის მიიღო.

„წლის ტრანსფორმატორის“ წოდება ასევე მიენიჭა მის კომპანიას Kaspi.kz-ს.

დაჯილდოებაში ყოველწიურად 500 საუკეთესო კომპანია და მათი ხელმძღვანელები მონაწილეობენ.

9 სექტემბერს, გამოცემა Forbes-ის მიერ გავრცელებული ცნობოთ, მიხეილ ლომთაძემ ივანიშვილს $200 მლნ-ით გაუსწრო და საქართველოს უმდიდრესი მოქალაქე გახდა.