Reuters-ი: თეთრი სახლი სავარაუდოდ, სთხოვს ფედერალურ სააგენტოებს, აშშ-ის მთავრობის შესაძლო „შათდაუნისთვის“ მოემზადონ

თეთრი სახლი სავარაუდოდ, სთხოვს ფედერალურ სააგენტოებს, აშშ-ის მთავრობის შესაძლო „შათდაუნისთვის“ მოემზადონ.

Reuters-ი წერს, რომ აშშ-ის სენატს რამდენიმე დღე აქვს დარჩენილი კენჭისყრისთვის, რომ შეინარჩუნოს ფედერალური სააგენტოების ფუნქციონირება ფისკალური წლის ბოლოს.

„თეთრი სახლის მენეჯმენტისა და ბიუჯეტის ოფისი ელოდება, რომ კონგრესი ორპარტიულად იმოქმედებს მთავრობის დაფინანსების გასაგრძელებლად „განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენ ვაგრძელებთ პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლას და ეკონომიკის აღდგენას ვაძლიერებთ", - განაცხად OMB-ის სპიკერმა აბდულა ჰასანმა კითხვების პასუხად.

თეთრი სახლის მენეჯმენტისა და ბიუჯეტის ოფისი სავარაუდოდ სთხოვს სააგენტოებს, გადახედონ და განაახლონ „შათდაუნის“ გეგმები, ახალი დაფინანსების დროულად დამტკიცების პერსპექტივების მიუხედავად.

აშშ-ის ალერგიული და ინფექციური დაავადებების ინსტიტუტის ხელმძღვანელის ენტონი ფაუჩის განცხადებით, პანდემიის დროს მსგავსი გადაწყვეტილება გამართლებული არ იქნება.

შეგახსენებთ, ისტორიაში ბოლოს, აშშ-ის მთავრობამ მუშაობა 2018 წლის დეკემბერში შეაჩერა. ამის მიზეზი კანონმდებლებს შორის, აშშ-ის სამხრეთ საზღვარზე, მიგრანტებისგან დამცავი კედლის დაფინანსების საკითხზე შეუთანხმებლობა გახდა.