„მადლობა საქართველოს სიმამაცისთვის და რუსების მიმართ მტკიცე დგომისთვის, ჩვენც გვიწევს მათთან გამკლავება, თუმცა დისტანციურად, რაც გარკვეულწილად იოლი უნდა იყოს სამეზობლოში მათ გვერდით ცხოვრებასთან შედარებით”, - ამის შესახებ სენატორმა მიჩ მაკკონელმა განაცხადა. ინფორმაციას აშშ-ში საქართველოს საელჩო ავრცელებს.
„ქართველებს უწევთ, დაუდგნენ რუსებს, თან ძალიან ახლოდან, მათ შორის შემოჭრისა და ოკუპაციის წინააღმდეგ, რომელიც თითქმის 15 წელია, გრძელდება. მიუხედავად ამისა, საქართველოს პარლამენტში არ არის არანაირი სენტიმენტი რუსეთის მიმართ. ასე რომ, მადლობა საქართველოს სიმამაცისთვის და რუსების მიმართ მტკიცე დგომისთვის.
ჩვენც გვიწევს მათთან გამკლავება, თუმცა დისტანციურად, რაც გარკვეულწილად იოლი უნდა იყოს სამეზობლოში მათ გვერდით ცხოვრებასთან შედარებით“, - განაცხადა სენატორმა მიჩ მაკკონელმა.
RNLA-ის მმართველთა საბჭოს წევრმა რებ ბრაუნელმა მადლობა გადაუხადა ელჩს ასოციაციის მასპინძლობისათვის და სენატორ მიჩ მაკკონელს ედვინ მეზის ჯილდო გადასცა, რომელიც კანონის უზენაესობის დაცვისთვის არის დაწესებული.
აშშ-ში საქართველოს საელჩოს ცნობით, ელჩმა დავით ბაქრაძემ საელჩოში უმასპინძლა რესპუბლიკელ იურისტთა ასოციაციის წევრებს (Republican National Lawyers' Association - RNLA) და სპეციალურ სტუმარს აშშ-ის სენატის უმცირესობის ლიდერს სენატორ მიჩ მაკკონელს.