შრომის ინსპექცია კოვიდპანდემიის მართვაში ჩართულ კლინიკებს ამოწმებს

ჯანდაცვის სამინისტროს დავალებით, ინსპექციის სამსახური კლინიკებში ხარვეზების გამოსავლენად შევიდა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, გამოკვლეულია კოვიდპანდემიის მართაში ჩართული 110 კლინიკა და ასევე დაიწყება შრომის ინსპექციის მიერ სხვა კლინიკების შესწავლა. მინისტრის ინფორმაციით, ისინი დღეს შევიდნენ რუსთავის ერთ-ერთ სამშობიარო სახლში, სადაც ასევე გამოვლინდა დარღვევები ანაზღაურებასთან მიმართებით.

„ჯერჯერობით, სრული სურათი არ გვაქვს, თუმცა დარღვევები სახეზეა. მას შემდეგ, რაც შრომის ინსპექცია გააკეთებს დასკვნას, ამას გავასაჯაროებთ“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.