მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 64 მილიონს გადააჭარბა, - შესაბამის მონაცემებს worldometers აქვეყნებს.
მონაცემების თანახმად, მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ-19-ით 64 194 674 ადამიანი დაინფიცირდა, გამოჯანმრთელდა 44 441 249 ადამიანი, 1 486 829 პაციენტი კი გარდაიცვალა.
ამ დროისთვის მსოფლიოში 18 266 596 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. კორონავირუსით დაინფიცირებულების რაოდენობით აშშ ლიდერობს, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს - ბრაზილია, მეოთხეს- რუსეთი, მეხუთეზე კი - საფრანგეთია.