ნორვეგია კორონავირუსის გამო დაწესებულ ყველა შეზღუდვას აუქმებს

შაბათს, ნორვეგიის მთავრობის გადაწყეტილებით, ქვეყანაში კორონავირუსის გამო დაწესებული ყველა შეზღუდვა გაუქმდება. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

როგორ Reuters-ი წერს, სკანდინავიური ერი უერთდება მცირე, მაგრამ მზარდ ქვეყნებს, მათ შორის დანიასა და ბრიტანეთს, რომლებმაც გააუქმეს ყველა შიდა შეზღუდვა, რომელიც ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით იყო დაწესებული.

"561 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენ შემოვიღეთ ყველაზე მკაცრი ზომები... ახლა დადგა დრო, დავუბრუნდეთ ჩვეულებრივ, ყოველდღიურ ცხოვრებას" - განაცხადა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა ერნა სოლბერგმა პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, შეზღუდვები გაუქმდება ადგილობრივი დროით 16:00 საათზე (GMT 1400).

შეზღუდვების გაუქმების შემდეგ, ქვეყანაში სოციალური დისტანციის დაცვა აღარ იქნება საჭირო, ღამის კლუბები გაიხსნება, რესტორნები მუშაობას დაუბრუნდებიან. შესძლებელი იქნება კულტურული და სპორტული ღონისძიებების ჩატარება.

როგორც ცნობილია, შეზღუდვების გაუქმება - ეს ნაბიჯი არის ოთხი ეტაპისგან შემდგარი გეგმის ნაწილი, რომელიც 2020 წელს, პანდემიის დასაწყისში დაწესებული შეზღუდვების მოხსნას ითვალისწინებს. ბოლო ნაბიჯი ინფიცირების მაჩვენებლის გამო რამდენჯერმე გადაიდო.

"მოკლედ, ჩვენ შეგვიძლია ვიცხოვროთ ჩვეულებრივად", - თქვა სოლბერგმა.

ნორვეგიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის მონაცემებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის სულ მცირე ერთი დოზა მოსახლეობის 76%-ს აქვს მიღებული, 67% კი სრულად არის აცრილი.

"მიუხედავად იმისა, რომ ადამიანების უმრავლესობისთვის ყოველდღიური ცხოვრება ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება, პანდემია არ დასრულებულა. ხალხი კვლავ დაინფიცირდება. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ყველამ გაიკეთოს ვაქცინა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.