1 ოქტომბრიდან, აზერბაიჯანის რამდენიმე ქალაქში საქალაქთაშორისო და რეგიონთაშორისო მგზავრობისას მოქალაქეებს კოვიდპასპორტის წარდგენა მოუწევთ. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
როგორც ცნობლია, აღნიშნული წესი არ გავრცელდება ბაქოსა და სუმგაითს შორის, ასევე აბშერონის რაიონის ტერიტორიაზე მგზავრობისას.
ახალი კანონის მიხედვით, ქალაქებსა და რეგიონებს შორის სარკინიგზო და საავტომობილო გზით (ტაქსების გამოკლებით) რეგულარული მგზავრობისას,18 წელს გადაცილებულმა მოქალაქეებმა 1 ოქტომბრიდან უნდა წარადგინონ ვაქცინის ერთი დოზით აცრის სერტიფიკატი, ხოლო პირველი ნოემბრიდან ორი დოზით აცრის ან კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების სერტიფიკატი.