ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორის, მაია ჩხაიძის განცხადებით, ამჟამად კლინიკაში 100-ზე მეტი ინფიცრებული ბავშვი მკურნალობს. ამის შესახებ მან "რუსთავი 2-ის" ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში 21 ინფიცირებული ბავშვი მკურნალობს, მათგან 3 ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა.
„კლინიკაშია ასზე მეტი პაციენტი. მათგან 21 პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია. სამი მათგანი სუნთქვით აპარატზე იმყოფება. მათი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, თუმცა, ჯერჯერობით, ვერ მოხერხდა მათი მოხსნა სუნთქვის აპრატიდან.
ბავშვები, რომლებიც არიან ჩვილები და წლამდე ასაკის, კორონავირუსით, ძირითადად, ოჯახური კონტაქტებით ინფიცირდებიან. ამიტომ ძალიან მნიშივნელოვანია, ოჯახის ყველა წევრი იყოს ვაქცინირებული“, -განაცხადა მაია ჩხაიძემ.
ამავე თემაზე: