ბინ ლადენის შვილმა მხატვრობა აირჩია და ლუვრში გამოფენაზე ოცნებობს

ბინ ლადენის შვილმა, ომარ ბინ ლადენმა მხატვრობა აირჩია და ლუვრში გამოფენაზე ოცნებობს. ამის შესახებ La Repubblica წერს.

როგორც ცნობლია, ის საცხოვრებლად გადავიდა იმპრესიონისტი მხატვრების მიწაზე, ნორმანდიის პატარა ქალაქში და ოცნებობს, გახდეს ისეთივე ცნობილი, როგორც მონე ან რენუარი.

"ერთ დღესაც ნახატებს ლუვრში გამოვფენ", - სიამაყით ამობს ომარ ბინ ლადენი.

ომარ ბინ ლადენი თავის ნახატებს ხელს აწერს მხოლოდ თავისი ინიციალებით "Obl".

La Repubblica ინიციალების მითითების სავარაუდო მიზეზად, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სამწუხარო გვარის არაღიარებას ასახელებს.