ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ე.წ ფარულ ჩანაწერებში არსებული რამენიმე ეპიზოდი მასაც უკავშირდება

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ე.წ ფარულ ჩანაწერებში არსებული რამენიმე ეპიზოდი მასაც უკავშირდება. ამის შესახენ მან "იმედის" ერთერში ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, ამ სავარაუდო ფარულ ჩანაწერებში სამი თუ ოთხი ეპიზოდი მასაც უკავშირდება.

"ის ფაქტები ბუნებაში არსებობდა. 3 წლისთავზე გამიჭირდება იმის თქმა, ეს სატელეფონო საუბარი იყო თუ სხვა ფორმატის, მაგრამ ფაქტია, რომ ის მოვლენები არსებობდა. საერთოდ არ ვიცი, რა წყაროთი შეიძლება ეს ინფორმაცია მოპოვებული იყოს, მაგრამ ეს ფაქტები მე მახსოვს. ერთი საინტერესო დეტალიც არის, რომ იყო ჩემთან დაკავშირებული ეპიზოდები, მაგრამ გახარიასთან დაკავშირებით არც ერთი ასეთი ფურცელი არ არსებობს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ 12 სექტემბერს, ინტერნეტსივრცეში გავრცელდა მასალები, რომლებიც, სავარაუდოდ, სუს-ის მიერ ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენას და თვალთვალს უკავშირდება. ანონიმურად გაგზავნილი ფაილებში ინახება ასევე საქაღალდები: კლინიკები, რესტორნები სასტუმროები, კაფე-ბარები, რომლის მიხედვით ირკვევა, რომ ამ სფეროს წარმომოადგენელთა მიყურადება თვალთვალიც ხდებოდა.

ქართული მედიის ინფორმაციით, ფარული ჩანაწერები საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის, ამერიკელი დიპლომატების, ისრაელის ელჩის რან გიდორის, ასევე საქართველოში განთავსებული დიპლომატიური მისიების თანამშრომლების საუბრებს შეიცავს.

ამავე თემაზე:

კარლ ჰარცელი ჩანაწერებზე: არ იქნებოდა ბუნებრივი, თუ ისეთი ახლო პარტნიორი და მეგობარი, როგორიც საქართველოა, ასეთი სახის აქტივობებში იქნებოდა ჩართული ჩვენ წინააღმდეგ