კარლ ჰარცელი ჩანაწერებზე: არ იქნებოდა ბუნებრივი, თუ ისეთი ახლო პარტნიორი და მეგობარი, როგორიც საქართველოა, ასეთი სახის აქტივობებში იქნებოდა ჩართული ჩვენ წინააღმდეგ

ევროკავშირის ელჩმა მედიაში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე კომენტარი გააკეთა. კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ მან ამასთან დაკავშირებით ბრიუსელის რეაქციები მოისმინა და საკითხს სერიოზულად განიხილავენ.

ელჩმა აღნიშნა, რომ საბოლოოდ, ეს აჩენს კითხვებს ვენის კონვენციის კონტექსტში, რომელიც დიპლომატიურ ურთიერთობებს არეგულირებს.

„არ იქნებოდა ბუნებრივი, თუ ისეთი ახლო პარტნიორი და მეგობარი, როგორიც საქართველოა, ასეთი სახის აქტივობებში იქნებოდა ჩართული ჩვენს წინააღმდეგ. სწორედ ამიტომ, საქართველოს ელჩი ბრიუსელში სათაო ოფისში მიიწვიეს შეხვედრაზე“, - აღნიშნა ელჩმა და დაამატა, რომ საქართველოს ელჩს ევროკავშირის პოზიცია გააცნეს და შემდგომი ნაბიჯების მოთხოვნის თაობაზე განუცხადეს.

ქართული მედიის ინფორმაციით, ფარული ჩანაწერები საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის, ამერიკელი დიპლომატების, ისრაელის ელჩის რან გიდორის, ასევე საქართველოში განთავსებული დიპლომატიური მისიების თანამშრომლების საუბრებს შეიცავს.

ამავე თემაზე:

ევროკავშირი ფარული ჩანაწერების შესახებ: ამ კონტექსტში შესაბამის ნაბიჯებს ვდგამთ

რას გულისხმობს დიპლომატიური ურთიერთობის შესახებ ვენის კონვენცია და როგორ იცავს ის დიპლომატებს