„ვუბრუნდები ჩემს პირველ სიყვარულს“ - სერგი კაპანაძე პოლიტიკიდან წავიდა

პარტია "ევროპული საქართველოს" წევრი სეგი კაპანაძე პოლიტიკიდან წავიდა და საქართველოს რეფორმების ასოციაციის გუნდს დაუბრუნდა. ამის შესახებ სერგი კაპანაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.

"ძვირფასო მეგობრებო, პოლიტიკაში გატარებული 5 და პარლამენტში გატარებული 4 ძალიან სასარგებლო და საინტერესო წლის შემდეგ, ხვალიდან ახალ/ძველ ამპლუაში გავაგრძელებ საზოგადოებრივ ცხოვრებას. ვუბრუნდები ჩემს პირველ სიყვარულს - GRASS-ს, სადაც ბევრ არანაკლებ საინტერესო და სასარგებლო, მათ შორის, საერთაშორისო პროექტში ვიქნები ჩართული", - წერს სერგი კაპანაძე სოციალურ ქსელში.