"ამ ტელევიზიების უკან ვინც არიან, მათ ვუსვამთ საკითხს, ნამდვილად გინდათ, რომ ეკლესიამ ყველაფერი ილაპარაკოს წინასაარჩევნოდ, ნამდვილად გინდათ, რომ თავის მრევლს დაუღეჭოს და უთხრას ყველაფერი, რასაც თქვენ შესახებ ვფიქრობთ?", - ამის შესახებ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადება.
დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ სავარაუდოდ სუს-იდან გაჟონილი ფაილების შესახებ საპატრიარქოს ტელევიზიის ეთერში ისაუბრა.
როგორც ჯაღმაიძემ აცხადებს, ტელევიზიები დაუსაბუთებელ ინფორმაციას ავრცელებენ სხვადასხვა სასულიერო პირის შესახებ. .
"ერთი მნიშვნელოვანი საკითხია კიდევ, რომელიც მუდმივად ტრიალებს ეკლესიის ირგვლივ, ერევა ეკლესია პოლიტიკაში, არჩევნებში თუ არა. ზოგიერთ შემთხვევაში ბუნებრივად ხდება ხოლმე ეკლესიის მიმართ გამოხატული პოზიციით თავისივე ამომრჩევლებისაკენ მათთვის საზიანო მესიჯის გაგზავნა. დიდი ხანია ეკლესიას ამ კუთხით უტრიალებენ და ცდილობენ რომ ერთ მხარეს ჩამოაშორონ მეორეს… მაშინ როდესაც ეკლესია მუდმივად გაერთიანებისაკენ ზრუნაავს, თუმცა თუკი ასეთი მონდომებით იქნებიან განწყობილი, ასეთი ლანძღვა და ცილისწამება იქნება, ხომ შეიძლება შეკითხვა დავსვათ, მართლა გინდათ, რომ ჩვენი აზრი ვთქვათ და ამ კუთხით ჩვენს მრევლს დაველაპარაკოთ: ვინ რა პოზიციას იჩენს ეკლესიის მიმართ, რა ცილისწამებით გამოირჩევა, რომელი ტელევიზია თუ პოლიტიკური დაჯგუფება? ამის მიხედვით მოვუწოდთ მრევლს, რომ იმსჯელონ? თუ ეს დღის წერსიგში დგას მათთან ჩვენს ამის გაკეთება შეგვიძლია და იქნებ ამაზე იფიქრონ", - განაცხადა ჯაღმაიძემ.
დეკანოზის განცხადებით, გარკვეული ძალები ეკლესიის პოლიტიკურ პროცესებში ჩართვას ცდილობენ.
"ტელევიზიები არიან მონოდმებული, რომ პოლიტიკაში ჩართონ ეკლესია. ამ ტელევიზიების უკან ვინც არიან, მათ ვუსვამთ საკითხს, ნამდვილად გინდათ, რომ ეკლესიამ ყველაფერი ილაპარაკოს, წინასაარჩევნოდ ნამდვილად გინდათ, რომ თავის მრევლს ყველაფერი დაუღეჭოს და უთხრას ყველაფერი, რასაც თქვენ შესახებ ვფიქრობთ? აი, შევხედავთ რამდენიმე დღე, კიდევ დავაკვირდებით რა რიტორიკა იქნება, რა პათოსი იქნება და შესაძლებელია ამის მერე არავის აღარ უკვირდეს თუ ეკლესია მკაფიოდ ეტყვის თავის მრევლს რა გააკეთოს არჩევნებზე", - განაცხადა ჯაღმაიძემ.
მისივე თქმით, თუ ამ მასალებიდან გამომდინარე რომელიმე სასულიერო პირის მიმართ რაიმე სახის ზნეობრევი საკითხი გამომჟღავნდება, ამას საპატრიარქოს შესაბამისი სამსახური ყურადღებას მიაქცევს.