აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ე.წ. ბუსტერ, ანუ მესამე დოზითაც აიცრება. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ჯო ბაიდენს ვაქცინის გაკეთების თარიღი არ დაუკონკრეტებია.
თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე ჯო ბაიდენმა, ასევე, განაცხადა, რომ კოვიდვაქცინის მესამე დოზები ისევე უფასო იქნება, როგორც ეს პირველ ორ დოზაზე ხდებოდა.
ვაქცინის გამაძიერებელი დოზები ხელმისაწვდომი იქნება 65 წელს გადაცილებულებისთვის, მძიმე ავადმყოფებისა და რისკ-ჯგუფებისთვის, ასევე იმ სფეროში დასაქმებულთათვის, ვინც რისკის ქვეშ მუშაობს და Pfizer-ით აცრილი მოქალაქეებისთვის, რომლებმაც ვაქცინა 6 თვის წინ გაიკეთეს.
შეგახსენებთ, რომ FDA-მ Pfizer-ს მესამე, ე.წ. ბუსტერ დოზების გამოყენების ნებართვა 23 სექტემბერს მისცა.