მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი მალალა იუსუფზაი, მსოფლიოს მოუწოდებს, რომ ავღანეთში ქალთა უფლებების დაცვის საკითხზე კომპრომისზე არ წავიდეს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
”ჩვენ არ შეგვიძლია კომპრომისზე წასვიდეთ ქალთა უფლებების დაცვისა და ადამიანის ღირსების დაცვის საკითხებში”, - განაცხადა იუსაფზაიმ გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ავღანეთში გოგონების განათლების შესახებ პანელზე სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, საერთაშორისო საზოგადოებამ ავღანეთში ქალთა უფლებების დაცვა უნდა უზრუნველყოს.
„ახლა დროა, ეს ვალდებულება შევასრულოთ და ავღანელი ქალების უფლებების დაცვა უზრუნველვყოთ. ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი უფლება, განათლების უფლებაა“, - აღნიშნა მალამა.