საქართველოში კორონავირუსი 1 597 ადამიანს დაუდასტურდა, 39 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 597 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 1 189 პაციენტი, 39 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 605 360 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 573 542, გარდაიცვალა 8 787 პაციენტი.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 34 331 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 1 597 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 189 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.65%.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 24 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.65%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 6.62% ხოლო 7 დღის მანძილზე - 6.17%.

ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 597 ახალი შემთხვევიდან 497 თბილისში გამოვლინდა, აჭარა - 84, იმერეთი - 278, ქვემო ქართლი - 102, შიდა ქართლი - 119, გურია - 50, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 153, კახეთი - 220, მცხეთა-მთიანეთი - 49, სამცხე-ჯავახეთი - 33, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 12.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 23 005, საიდანაც:

• 4 656 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 711, აჭარაში - 494, იმერეთში - 948.

• ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 066 პირი, მათ შორის, თბილისში - 408, აჭარაში - 125, იმერეთში - 298.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 300 პირი, მათგან თბილისში - 169, აჭარაში - 34, იმერეთში - 32.

• 906 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 453 - თბილისში, 260 - აჭარაში.

• 17 443 ინფიცირებული მკურნალობს ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 45 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 36, ხოლო აჭარაში - 9.

• სულ 6 ოქტომბრიდან - 24 სექტემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 166 პირი.

• ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 18 773 ადამიანი.