აშშ გმობს „თალიბანის“ წარმომადგენლის განცხადებას, სიკვდილით დასჯისა და ხელის ამპუტაციის წესის აღდგენასთან დაკავშირებით

ვაშინგტონი მკაცრად გმობს „თალიბანის“ წარმომადგენლის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ ავღანეთში სიკვდილით დასჯისა და ხელის ამპუტაციის წესი აღდგება. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისიმ განაცხადა.

როგორც ნედ პრაისმა აღნიშნა, „თალიბანის“ მთავრობის პოტენციური აღიარება დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი მდგომარეობა იქნება ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით.

„ჩვენ მტკიცედ ვდგავართ საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, რომ ამგვარი ბოროტმოქმედების ჩამდენებმა პასუხი აგონ. ყურადღებით ვადევნებთ თვალს და ვუსმენთ არა მხოლოდ განცხადებებს, არამედ იმას, თუ როგორ მოქმედებენ „თალიბები““, - განაცხადა აშშ-ის ნედ პრაისმა.

ცნობისთვის, „თალიბანის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მოლა ნურუდინ ყურაბიმ Associated Press-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „თალიბანი“ აპირებს, დამნაშავეების დასასჯელად დააბრუნოს სიკვდილით დასჯა და ხელის ამპუტაცია, რაც, შესაძლოა, საჯაროდ არ მოხდეს. მისი თქმით, „ამპუტაცია მნიშვნელოვანია უსაფრთხოებისთვის“.