აზერბაიჯანში ვაქცინირებული მოქალაქეების რაოდენობის ზრდისა და ინფექციების დინამიკის სტაბილური ვარდნის გათვალისწინებით, ქვეყანაში კორონავირუსის გამო დაწესებული გარკვეული შეზღუდვები უქმდება. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით, 2021 წლის 1-ელი ოქტომბრიდან შაბათ -კვირას, ამუშავდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ისევე როგორც ბაქოს მეტრო.
ამასთანავე 1-ელი ოქტომბიდან მუშაობას გაანახლებენ დასასვენებელი და გასართობი ადგილები (კლუბების ჩათვლით), ასევე ბავშვთა გასართობი ცენტრები (მათ შორის ბულვარებსა და პარკებში);
განახლდება კულტურული ობიექტების მუშაობა (მათ შორის საკონცერტო დარბაზების), აგრეთვე საკონფერენციო დარბაზების, კინოთეატრების, თეატრების საქმიანობა. აუცილებელი პირობად შევსება რჩება, რომელიც 50 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს.
როგორც ცნობილია, ეს ობიექტები მუშაობას 00:00-მდე შეძლებენ.
ამ ტიპის დაწესებულებების მომსახურებით დახურულ სივრცეში მხოლოდ 18 წელს გადაცილებული პირები შეძლებენ, ვისაც COVID-პასპორტი აქვს.