ცაგერში, პარტია „საქართველოსთვის“ მერობის კანდიდატის ავტომობილი დაცხრილეს

ცაგერში, პარტია „საქართველოსთვის“ მერობის კანდიდატის, ბესარიონ ბენდელიანის ავტომობილი დაცხრილეს. ამის შესახებ ინფორმაციას ბესარიონ ბენდელიანის და, ირმა ბენდელიანი სოციალურ ქსელში ავრცელებს და სურათებს აქვეყნებს.

როგორც ირმა ბენდელიანი წერს, ავტომობილი დილით სახლის წინ დაცხილეს.

ავტომობილის მისამართით სროლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

პოლიცია გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით აწარმოებს, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.