გზის დაზიანების გამო, თუშეთში ჩარჩენილი მოქალაქეებისა და ტურისტების ნაწილი ვერტმფრენით თელავში ჩაიყვანეს

სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენით, გზის დაზიანების გამო, თუშეთში ჩარჩენილი 50-მდე მოქალაქე, მათ შორის ტურისტები, თელავში ჩაიყვანეს.

გუშინ, ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელ გზაზე, უხვი ნალექის მოსვლის შედეგად თუშეთთან დამაკავშირებელი გზა დაზიანდა.

შსს-ს ცნობით, ომალოში და მის მიმდებარე სოფლებში მყოფი საქართველოს და ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეების თელავში ჩამოყვანის მიზნით, პროცესში სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლები, დღეს დილიდან, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენების დახმარებით ჩაერთვნენ.

ამავე თემაზე:

უხვი ნალექის გამო ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის გარკვეული მონაკვეთი ჩაიკეტა.