ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 4 033 ახალი დადასტურებული შემთხვევა,-ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მან კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.
„დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 4 033 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 143 376-ს.
ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 4 061 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 121 621-მდე.
სამწუხაროდ, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 39 ახალი შემთხვევა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 1 342 გარდაცვალების შემთხვევა.
დღეს გამოვლენილი ინფიცირების 4 033 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 705 შემთხვევა, აჭარაში-402, იმერეთში-624, ქვემო ქართლში-286, შიდა ქართლში-281, გურიაში-84, სამეგრელო-ზემო სვანეთში-273, კახეთში-239, მცხეთა-მთიანეთში-62, სამცხე-ჯავახეთში-68, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში-9.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 20 387. მათ შორის, 6 397 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში-2 806, აჭარაში-999, იმერეთში-1 241. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 058 პირი, მათ შორის, თბილისში-507, აჭარაში -154, იმერეთში-223. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 466 პირი, მათგან თბილისში-215, აჭარაში-119, იმერეთში-47.
3 798 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 272- თბილისში, 1 973-აჭარაში, 291-იმერეთში. 10 192 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 1 980 ადამიანი, მათ შორის, თბილისში-465, აჭარაში-1 004, ხოლო იმერეთში-31.
სულ 6 ოქტომბრიდან - 1-ლი დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია-19 641 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 51 765 ადამიანი, მათ შორის თბილისში-19 203 პირი, აჭარაში-11 505, იმერეთში-4 996“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.