მალიში შეიარაღებულ დაჯგუფებასთან შეტაკებისას, ფრანგი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ამის შესახებ საფრანგეთის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს. ინფორმაციას France24 ავრცელებს.
საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაღუპული ჯარისკაცი, მაქსიმ ბლასკო ფრანგული დანაყოფის წევრი იყო, რომელიც მალისა და ბურკინა-ფასოს საზღვარზე მდებარე ტყეშია განლაგებული.
როგორც France24 წერს, 2013 წლიდან, როდესაც საფრანგეთმა მალიში კონტრტერორისტული ძალები განალაგა, 50 ფრანგი ჯარისკაცია დაღუპული.
გავრცელებული ცნობით, ფრანგი ჯარისკაცი სნაიპერმა მოკლა. ლიკვიდირებულია თავად სნაიპერიც.