გერმანიაში ანგელა მერკელის გამოსახულებით ოქროს მონეტები გამოუშვეს

გერმანიის ონლაინმაღაზიებმა გასაყიდად გამოიტანა ოქროს მონეტები, რომელზეც გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელია გამოსახული.

გავრცელებული ინფორმაციით, ონლაინმაღაზიებმა მონეტების გამოშვება გერმანიის კანცლერის 16-წლიანი ეპოქის დასასრულის აღსანიშნავად გადაწვიტეს.

მონეტაზე მითითებულია წლები 2005-2021, რა პერიოდშიც ანგელა მერკელს გერმანიის კანცლერის თანამდებობა ეკავა.

ოქროს მონეტა 0,3 გრამია, ხოლო ღირებულება 49 ევროს შეადგენს.