ვანკუვერში უზენაესმა სასამართლომ Huawei-ის დამაარსებლის ქალიშვილი და მისი მთავარი ფინანსური დირექტორი მენ ვანჟოუ შინაპატიმრობიდან გაათავისუფლა. ის უკვე ჩინეთისკენ გაემგზავრა.
BBC-ის ცნობით, მენ ვანჟოუმ აშშ-ის პროკურატურასთან გარიგებას მიაღწია. Huawei-ის მთავარი ფინანსური დირექტორი 20018 წლის დეკემბერში თაღლითობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიების ცნობით, მან შეცდომაში შეიყვანა HSBC ბანკი, როდესაც ირანში Huawei-ის ბიზნესის შესახებ არ შეატყობინა ბანკს, რითაც HSBC-ს შეეძლო, თეირანის მიმართ აშშ-ის სანქციები არაგანზრახ დაერღვია.
CBS წერს, რომ მენ ვანჟოუმ ბრალდება ნაწილობრივ აღიარა.
„ჩემი ცხოვრება თავდაყირა დადგა. ეს ჩემთვის დამღუპველი პერიოდი იყო", - განუცხადა მენ ვანჟოუმ ჟურნალისტებს.