ქუთაისში, ჭომის დასახლებაში ავტოსაგზაო შემთხვევისას 8 თვის ბავშვი გარდაიცვალა. გავრცელებული ცნობით, მსუბუქი ავტომობილი წინ მიმავალ მანქანას შეეჯახა, რომელშიც ცოლ-ქმარი ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად იყო.
ავარიის დროს ბავშვი ადგილზე გარდაიცვალა, დედა კი სახის ძვლების მოტეხილობით კლინიკაში გადაიყვანეს. მას ინტერვენციული მედიცინის ცენტრში ოპერაცია ჩაუტარდა. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
მიმდინარეობს გამოძიება.