ქუთაისში ოპოზიციის ნაწილის მერობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოკითხეს.
როგორც ხატია დეკანოიძემ პროკურატურის დატოვების შემდეგ განაცხადა, მან გამოძიებას დაუდასტურა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მასზე ფარულ თვალთვალსა და მიყურადებას ახორციელებს.
„დავადასტურე იმ ჩანაწერის ავთენტურობა, რომელიც ეხებოდა ისრაელის სალჩოს წარმომადგენლსა და ჩემს შორის საუბრის ჩანაწერს, როდესაც ისრაელის ელჩთან იყო შეხვედრა დაგეგმილი, მათ შორის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ. მე გამოძიებას დავუდასტურე ჩემი არა მხოლოდ გონივრული ეჭვი, არამედ რეალურად სხვადასხვა ფაქტებით გამყარებული ეჭვი, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ახორციელებს ჩემზე ფარულ თვალთვალსა და მიყურადებას“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
შეგახსენებთ, მედიაში გავრცელდა ფაილები, რომლებიც სავარაუდოდ, სუს-ის მიერ ფარული მიყურადების გზით, პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენის და თვალთვალის შედეგად არის მოპოვებული.