Associated Press-ი: „თალიბანმა“ ცხედარი ქალაქ ჰერათის ცენტრალურ მოედანზე ჩამოკიდა

„თალიბანმა“ ავღანეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ქალაქ ჰერათის ცენტრალურ მოედანზე, ამწეზე ადამიანის ცხედარი ჩამოკიდა. ამის შესახებ The Associated Press-ი თვითმხილველის მონაყოლზე დაყრდნობით იუწყება.

ვაზირ აჰმად სედიქმა, რომელიც ცენტრალურ მოედანზე, აფთიაქში მუშაობს, The Associated Press-ს განუცხადა, რომ მოედანზე თავდაპირველად, 4 ცხედარი მიიტანეს და შემდეგ სამი, ქალაქის სხვადასხვა ნაწილში, საჯაროდ გამოსაჩენად წაიღეს.

მანვე აღნიშნა, რომ თქვა, „თალიბანმა“ მოედანზე გამოაცხადა, რომ ოთხი ადამიანი დაიჭირეს გატაცებაში მონაწილეობის დროს და ისინი პოლიციამ მოკლა.

„თალიბანმა“ გუშინ განაცხადა, რომ ქურდობისა და ყაჩაღობისთვის ადამიანებს ხელების მოჭრით დასჯიდა. „თალიბანის“ ერთ-ერთი თანადამფუძნებელი მოლა ნურუდდინ ტურაბი The Associated Press-თან ინტერვიუში აცხადებდა, რომ სიკვდილით დასჯის გამოყენებასაც აპირებენ, თუმცა არა საჯაროდ.