ფოთში ქარბორბალას დროს დაშავებული მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

ფოთში ქარბორბალას დროს ერთი მოქალაქე დაშავდა. ქარბორბალმ სახლებს სახურავები გადახადა და ბოძები წააქცია. სტიქიის დროს დაშავებული ერთ-ერთი მოქალაქე, თენგიზ გვილავა ამჟამად ქუთაისის კლინიკაშია გადაყვანილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

გუშინ ფოთს წვიმა და ქარბორბალა ერთდროულად დაატყდა. სტიქიამ აჭარისა და ფიროსმანის ქუჩებზე ოცამდე სახლი დააზიანა.