ქართველმა სპორტსმენმა მერაბ დვალიშვილმა UFC-ში ზედიზედ მე-7 გამარჯვება მოიპოვა.
შერეული საბრძოლო ხელოვნების ჩემპიონატში მერაბ დვალიშვილმა დღევანდელი გამარჯვებით ჯამში 136 000 ამერიკული დოლარი მოიგო.
"მერაბმა თავისი ხასიათი აჩვენა და მიუხედავად იმისა, რომ პირველ რაუნდში საშინელ ნოკდაუნში იყო, მაინც არ დანებდა და ბრძოლა შემოატრიალა! მერაბ მადლობა ამ ემოციებისთვის!",-წერს ქართველი სპორტსმენის გუნდის წერვი.
30 წლის ქართველმა მებრძოლმა ფინალში 33 წლის ბრაზილიელი მარლონ მორაეში დაამარცხა. ქართველმა პირველ რაუნდში უმძიმეს დარტყმებს გაუძლო, სირთულე გადალახა და მეორე რაუნდში, ტექნიკური ნოკაუტით, გამარჯვებაც მოიპოვა.
პირველი UFC ჩემპიონატი 1993 წელს, ამერიკაში ჩატარდა. მას შემდეგ დღემდე, შერეული საბრძოლო ხელოვნების ყველაზე პრესტიჟული ჩემპიონატი გახდა.