Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 20 798 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 1 132 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 956 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.44%
ბოლო 24 საათში ვირუსისგან 2 956 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 576 498-მდე.
ამ ეტაპზე ინფიცირების 21 151 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა. აქედან 4 602 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. 289 პაციენტი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 30 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 8 817 პირი ემსხვერპლა.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 20 798 კვლევა ტესტით, მათ შორის 10 317 კვლევა ანტიგენის ტესტით და 10 481 PCR ტესტით.
ქვეყანაში COVID19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 606 492-ს.რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 25 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.44%, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 6.49%, ხოლო 7 დღის განმავლობაში - 6.04%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 132 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 419 შემთხვევა, აჭარა - 73, იმერეთი - 172, ქვემო ქართლი - 61, შიდა ქართლი - 47, გურია - 9, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 156, კახეთი - 151, მცხეთა-მთიანეთი - 12, სამცხე-ჯავახეთი - 29, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3.
840 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 437 - თბილისში, 245 - აჭარაში. 15 709 ბინაზე მკურნალობს.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 45 ადამიანი, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 171 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 18 478 ადამიანი.