Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 12 402 ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 1 742 547 აცრა გაკეთდა.
ერთი დოზით ვაქცინირებულია 970 307 ადამიანი, მოზრდილი მოსახლეობის 34.2%. სრულად ვაქცინირებულია 772 240 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 27.0%.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის სულ 606 492 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა 576 498, გარდაიცვალა 8 817 პაციენტი.
ბოლო 24 საათში 20 798 ტესტის შედეგად ინფიცირების 1 132 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 956 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 576 498-მდე გაიზარდა.
ამ ეტაპზე ინფიცირების 21 151 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა. აქედან 4 602 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. 289 პაციენტი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.
ბოლო ერთ დღეში, კორონავირუსით გარდაცვალების 30 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 8 817 პირი ემსხვერპლა.