Al Jazeera: ისრაელსა და პალესტინას შორის დაპირისპირება განახლდა, დაღუპულია ოთხი ადამიანი

Al Jazeera-ს ცნობით, მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროს რეგიონში, ისრაელსა და პალესტინელებს შორის დაპირისპირება განახლდა.

შეტაკების შედეგად ოთხი პალისტინელი დაიღუპა და ისრაელის არმიის ორი ჯარისკაცი კი დაიჭრა. .

პალესტინური სააგენტო Wafa-ს ცნობით, ისრაელის არმია თავს დაესხა ბუქრინს და ერთ-ერთი სახლი ალყაში მოაქცია, რასაც პალესტინელების სამხედროებთან შეიარაღებული დაპირისპირება მოჰყვა.

ისრაელის მედიის ცნობით, ე.წ. რეიდის მიზანი ჰამასის წევრების დაკავება იყო. გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის სამხედროები სადავო ტერიტორიის კიდევ ორ სოფელში არიან შესულები.