დღეს, გერმანიაში საპარლამენტო არჩევნები იმართება. დღევანდელი არჩევნები განსაზღვრავს, ვინ შეცვლის ანგელა მერკელს

დღეს, გერმანიაში საპარლამენტო არჩევნები იმართება. არჩევნების შედეგები განსაზღვრავს ვინ გახდება გერმანიის ახალი კანცლერი და ვინ შეცვლის ამ თანამდებობაზე ანგელა მერკელს.

Euronews-ის ცნობით, კანცლერის პოზიციის დასაკავებლად, სამი კანდიდატი იბრძვის, მათ შორის არის ოლაფ შოლცი.

გერმანიაში სოციალ-დემოკრატების კანდიდატს ოლაფ შოლცს კანცლერის კანდიდატურაზე პარტიის დელეგატების 96 პროცენტზე მეტმა დაუჭირა მხარი.თუმცა, გამარჯვების შემთხვევაშიც კი, კოალიციის შესაქმნელად დიდი ალბათობით, ორი სხვა პარტიის მხარდაჭერა დასჭირდება.

არჩევნებში, დაახლოებით 60,4 მილიონმა ადამიანმა უნდა მისცეს ხმა.

მერკელი ფორმალურად, კანცლერად რჩება მანამ, სანამ 26 სექტემბრის არჩევნების შემდეგ ახალი მთავრობა ჩამოყალიბდება.

BBC გერმანიის კანცლერის პოსტზე ანგელა მერკელის 16 წლიან მუშაობას აფასებს. გამოცემა აღნიშნავს, რომ მერკელს მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ქალს უწოდებდნენ, აშშ-ში დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს კი "თავისუფალი მსოფლიოს ახალ ლიდერად“ მოიხსენიეს. ამ შეფასებების ყველა გასაგები სუბიექტურობისა და პირობითობის მიუხედავად, მათში ჭეშმარიტების მარცვალი აშკარაა.