ამირან გამყრელიძე: ბუსტერზე მაშინ ვიმსჯელებთ, როცა მოსახლეობის 40 % აიცრება

"ბუსტერი მაშინ გახდება საჭირო, როცა მოსახლეობის 40% აიცრება, იმედია ოტომბერში მივაღწევთ ამ მაჩვენებლს. მხოლოდ ამის შემდეგ ვიმსჯელებთ "ბუსტერ" დოზის საჭიროებაზე. მანამდე ნუ წავართმევთ ხალხს ამ დოზებს", - ამის შესახებ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „ფაიზერის“ ვაქცინის ათვისება პრობლემა არ იქნება.

„ფაიზერის“ ვაქცინა არ დაგვრჩება. „ფაიზერის“ სადღაც 600 000-მდე დოზაა. 400 000-მდე დოზას ვადა აქვს წლის ბოლომდე, 200 000-ს ნოემბრის ბოლომდე. „ფაიზერმა“ ერთი კვირის წინ გამოაქვეყნა დასკვნები, რომ სამი თვით კიდევ უგრძელებენ ვადას. 600 000 დოზის ათვისებაში ვერ ვხედავ პრობლემას, თუ ინტენსიურად ვიმუშავებთ. „ფაიზერზე“ მოთხოვნილება ყოველთვის დიდი იყო. ახლა შედარებით მოიკლო, მაგრამ „ფაიზერი“ არ გაფუჭდება“, – აღნიშნა გამყრელიძემ.